86 წევრიანი საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება” იშლება. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ უმრავლესობის ლიდერმა გამოაცხადა. უკვე ცნობილია, რომ დაგეგმილია ორი ახალი ფრაქციის შექმნა. ოფიციალურ მიზეზად მართვის უკეთესი სისტემა და კოორდინირებული მუშაობა სახელდება. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში ექვსი ფრაქციით არის წარმოდგენილი. კონფიგურაციის ცვლილების გარდა, მმართველ გუნდში კიდევ ერთი გადაადგილებაა მოსალოდნელი, რაც “მოამბისთვის” ექსკლუზიურად ხდება ცნობილი.
სალომე ქოქიაშვილი არკვევდა დეტალებს.