ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისის ბიუჯეტში რამდენიმე ცვლილება შევიდა.
დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 35 მილიონი ლარით იზრდება. როგორც მერიაში განმარტავენ, დამატებითი თანხა 100 ახალი ავტობუსის შეძენაში, გამწვანებით სამუშაოებსა და საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებში დაიხარჯება.
თბილისის ბიუჯეტის კორექტირებას ხმაურის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია. საკრებულოს სხდომაზე სიტუაცია ჯერ კიდევ მთავარი ფინანსური დოკუმენტის საკითხის განხილვამდე დაიძაბა.
ანა ბროლაძე მუშაობდა თემაზე.