პედოფილია შესაძლოა სამუდამო პატიმრობით დაისაჯოს. არასრულწლოვანთა კოდექსში ცვლილებები მზადდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი უკვე გადაეგზავნა მთავრობას. დოკუმენტის მიხედვით, არასრულწლოვანთა მიმართ დანაშაულის პრევენციის მიზნით კონტროლი უნდა გამკაცრდეს.
პროექტის პარლამენტში განხილვამდე მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებს საერთაშორისო ორგანიზაციები და უფლებადამცველები გაეცნენ.