ახალ კონსტიტუციას უკავშირდება კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში და პარლამენტს გარეთ უთანხმოების საგანი ხდება.
მმართველი გუნდის დეპუტატების მიერ მომზადებული ცვლილებებით იზრდება იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებსაც შეკრების და მანიფესტაციის გამართვის უფლება ეზღუდებათ.
შეიარაღებული ძალების და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს პენიტენციური, საგანგებო სიტუაციების და გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებიც ემატებიან.
ოპოზიციის გარდა კანონპროექტს მოწინააღმდეგეები მესამე სექტორში და კონსტიტუციონალისტებს შორისაც ჰყავს.
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა თუ საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.
კანონპროექტის გარშემო კონსულტაციები იგეგმება.