კიდევ ერთი კანონი, რომელმაც საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, დღეს ბიზნეს-სექტორს გააცნეს.
ბიზნესმენები დაინტერესდნენ, რას გულისხმობს ცვლილება, რომელიც ე.წ. ოფშორიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანას ეხება. საუბარია მმართველი გუნდის მიერ დაჩქარებულად განხილულ და მიღებულ ცვლილებაზე, რომელიც საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. კერძოდ, ოფშორიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი იმოქმედებს. ოპოზიცია ინიციატივას აკრიტიკებს, მმართველი პარტიის წევრები კი ცვლილებებს ქართულ ბაზარზე მეტი ინვესტიციის მოზიდვის არგუმენტით ხსნიან და ამავე დროს ე.წ. ოფშორებში ბიზნესისთვის დაწესებულ დამატებით რეგულაციებსა და გაძლიერებულ მონიტორინგზე მიუთითებენ. კანონად ქცეული ცვლილებების მიმართ შეკითხვები გაჩნდა ქართველ ბიზნესმენებს შორისაც.
შალვა სუმბაძე აშუქებდა ხელისუფლების და კერძო სექტორის შეხვედრას.