ცვლილებები საარსებო შემწეობის დანიშვნის სისტემაში

სამი წლის შემდეგ საარსებო შემწეობის დანიშვნის კრიტერიუმებში მორიგი ცვლილება შედის.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები ერთ-ერთი წევრის გარდაცვალების შემთხვევაში სოციალურ დახმარებას ავტომატურად აღარ დაკარგავენ. ასევე იზრდება კომუნალური ხარჯების ლიმიტი, რომლის გადაჭარბება ყოველთვიური შემწეობის შეწყვეტის მიზეზი ხდებოდა. ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ სისტემაში მოსალოდნელი მორიგი ცვლილება ბენეფიციარების რაოდენობას დაახლოებით 18 000-ით გაზრდის.