ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების დაკომპლექტების წესის ცვლილებას ეხმაურება „ლელო“. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე ოპოზიციიდან, კონკრეტულად „ლელოდან“ იქნა წარდგენილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნებს. მისი თქმით, ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად პროცესს აზიანებს.