ახალი საარჩევნო კოდექსის გარშემო უთანხმოება არ წყდება.
ამჯერად პოლიტიკური პარტიები საარჩევნო უბნების პერიმეტრის კონტროლისგან დასაცავ მექანიზმებზე დავობენ. კანონმდებლობაში შესული ცვლილების მიხედვით, უბნიდან 25-მეტრიან რადიუსში ამომრჩევლების გადაადგილების შეფერხება და აგიტაციის ჩატარება იკრძალება. მმართველი გუნდი ოპონენტებს სთავაზობს, ამ რადიუსის დაცვაზე და იქ საკუთარი კოორდინატორების არ განლაგებაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა ძალამ მემორანდუმით აიღოს. თუმცა, „ქართული ოცნების“ შეთავაზებას „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარით უპასუხეს. შესაბამისად, მემორანდუმის გაფორმების იდეა, სავარაუდოდ ჩავარდება.