საარჩევნო კოდექსში ცვლილებები კვლავ სადავოა. ოპოზიცია სხვადასხვა პუნქტს აკრიტიკებს. საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების თემაა. პარალელურად კი, საარჩევნო კოდექსში და რეგლამენტში შესატანი ცვლილებები იურიდიულმა კომიტეტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილებების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება. ამავე პაკეტით, უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის პოსტი, რომელზეც პირი ცესკო-ს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.
მანანა დევაძე დეტალებით.