საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში უყრიან კენჭს. კანონპროექტს ოპოზიცია აკრიტიკებს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ კრიტიკა უსაფუძვლოა და ცვლილებები ცესკო-ს სრულყოფილად ფუნქციონირების შესაძლებლობას მისცემს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, 9 თებერვალს მიიღო. ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს ეხება.