ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში

პოლიტიკური სპექტრი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ვერ თანხმდება.

ოპოზიციის ნაწილი მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროექტის კორექტირებას ითხოვს. უთანხმოების მთავარი მიზეზია ის ჩანაწერი, რომელიც საარჩევნო სარეკლამო რგოლის განთავსების დროს, მედიას გარკვეულ რეგულაციებს უწესებს. ოპონენტები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ იმ პუნქტს მიღმა, რომელიც მედია-საშუალებებს ომის და ძალადობის პროპაგნდის, ასევე სიძულვილის და ქსენოფობიური განცხადებების შემცველი სარეკლამო რგოლის განთავსებას უკრძალავს. ცვლილება სარეკლამო რგოლში კონკრეტული პარტიის ანტირეკლამის ლიმიტსაც ადგენს, რაც სარეკლამო რგოლის 25%-ს არ უნდა აჭარბებდეს. არ არის გამორიცხული, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში, სანქციებიც დაწესდეს.

თეონა მანაგაძე აშუქებს მოლაპარაკებების მესამე რაუნდს.