ცვლილებები რეგლამენტში და ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში

საპარლამენტო პარტიიდან ან საარჩევნო ბლოკიდან გასულ დეპუტატებს ფრაქციის ან პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეეძლებათ.

ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა, რამაც „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის დაპირისპირება გაამძაფრა. კანონპროექტის ინიციატორებს ძველი თანაგუნდელებისთვის დღეს იმის შეხსენება დასჭირდათ, თუ რატომ დატოვეს თვეების წინ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია. ეს მას შემდეგ, რაც ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პარტიიდან გადინების პროცესის წახალისებაში დაადანაშაულეს და ამ კონტექსტში ახსნეს ოპოზიციონერი დეპუტატების კანონპროექტის მიმართ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაც. პარტიიდან წასულები კი, რომლებიც ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას არ გამორიცხავენ, დარჩენილებს შიშისგან გათავისუფლებას და საკუთარი რიგების გაძლიერებას ურჩევენ. თათია მაყაშვილი არკვევდა, გახდება თუ არა რეგლამენტში შესული ცვლილება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევის მიზეზი.