ცვლილებები რეგლამენტში და დაპირისპირება ოპოზიციაში

პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და ყოფილ წევრებს შორის ურთიერთბრალდებების და დაპირისპირების საფუძველი გახდა. პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ. საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა „ნაციონალურ მოძრაობას“ კითხვის ნიშნებს უჩენს და ანა წითლიძე ვარაუდობს, რომ რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული იმ დეპუტატების ჯილდოა, რომლებმაც მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ არამოსამართლე წევრს დაუჭირეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს, როგორც კანონპროექტის ინიციატორები, ისე „ქართული ოცნება“ უარყოფენ.