წლის დასასრულს კიდევ ერთხელ აქტიურდება პარლამენტის სხდომების ყველაზე ხშირად გამცდენი დეპუტატების საკითხი.
წინა წლების მსგავსად, სტატისტიკა არც ამჯერად არის სახარბიელო. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სესიების გაცდენის მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ია, „ნაციონალური მოძრაობის” წევრები სხდომების დაახლოებით 66%-ს არ დასწრნენ, „ევროპული საქართველოს“ და „საქართველოს პატრიოტების“ დასწრების მაჩვენებელი კი 50-50%-ს შეადგენს.
უმრავლეს შემთხვევაში, გაცდენის ოფიციალურ საფუძვლად ოჯახური მდგომარეობა სახელდება, რაც საპატიო მიზეზად ითვლება.
საპარლამენტო დისციპლინის გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტში ცვლილებები იგეგმება.
თეონა მანაგაძე არკვევდა, როგორ აპირებს პარლამენტი კვორუმის პრობლემის მოგვარებას, რომელიც არაერთხელ გამხდარა სხდომების ჩაშლის მიზეზი.