პარტია „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა პარტიის წევრმა ვახტანგ კალოიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“. იმ ფაქტს, რომ სხვა ლიდერების მსგავსად, გიგა ბოკერია ამ ეტაპზე არ ტოვებს პარტიულ თანამდებობას, კალოიანი პრობლემას ვერ ხედავს. ის ასევე ამტკიცებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპულ საქართველოზე“ გავლენა არ აქვს.
ნიშნავს თუ არა „ევროპულ საქართველოში“ დაწყებული ცვლილებები ოპოზიციური ფრთის შესუსტებას, აღნიშნული პროცესები „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეაფასეს.
დღის თემა