ოპოზიცია ე. წ. უფასო მედიკამენტების პროგრამას აკრიტიკებს.
ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, პაციენტთა მიმართვიანობის შემცირების გამო 7 მილიონი ლარის ღირებულების პრეპარატები აუთვისებელი დარჩა. ამის მიუხედავად, რამდენჯერმე შეიქმნა წამლების დეფიციტიც. 2017 წლიდან ამოქმედებულ პროგრამაში ცალკეულ ხარვეზებს და ბიუროკრატიას ჯანდაცვის სამინისტროც არ უარყოფს. ამიტომ თებერვლიდან ცვლილებები იგეგმება პროგრამაში, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებზე მედიკამენტების სიმბოლურ ფასად გაცემას გულისხმობს.