„მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ კანონპროექტს, მისი ძალაში შესვლის შემდეგ მმართველი გუნდი მედიის შესაზღუდად გამოიყენებს.
ოპოზიციის ბრალდების საპასუხოდ უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ ცვლილებები ევროკავშირის რეკომენდაცია იყო და მმართველი გუნდი სწორედ ამ დირექტივას მიჰყვა. აღნიშნულის დასტურად, მმართველი გუნდი ევროკავშირის ელჩის განცხადებას იხსენებს, რომელმაც მაუწყებლობის შესახებ კანონზე მუშაობა დადებით მოვლენად შეაფასა.