მწვავე კრიტიკის და აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ კომუნიკაციების კომისიის მიერ ინიცირებული სადავო კანონპროექტი დაკორექტირდა.
ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებში დროებითი მმართველი სასამართლოს ნებართვის გარეშე ვერ დაინიშნება. სწორედ ამ პრინციპით მიიღეს დოკუმენტი რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით. კენჭისყრაზე გატანას კი დარგობრივი კომიტეტის რამდენიმესაათიანი ხმაურიანი სხდომა უძღოდა. სწორედ დროებითი მმართველის ფუნქციები იწვევს სატელეკომუნიკაციო ბიზნესის წარმომადგენლების უკმაყოფილებას. პროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ დროებითი მმართველის ერთადერთი მიზანი კანონდამრღვევი კომისიის მიმართ კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება იქნება. არაერთი განმარტების მიუხედავად, საპარლამენტო ოპოზიცია ბიზნესის შევიწროების რისკებს კანონპროექტის კორექტირებულ ვარიანტშიც ხედავს და მის მხარდაჭერას არ აპირებს.