პარლამენტი დღეს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას იწყებს. ინიციატივა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდასა და ფუნქციების გაძლიერებას მოიცავს.
მაკონტროლებელ ორგანოს უფლება ექნება, ობიექტები წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შეამოწმოს და საჭირო მასალა ან ნივთი გამოითხოვოს. ასევე დაათვალიეროს ობიექტი და საჭიროების შემთხვევაში, დალუქოს. ამავე პროექტით, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციებიც გაიზრდება.