პარლამენტის თავმჯდომარე დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტს ხელს მოაწერს. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა უკან დაუბრუნა. სალომე ზურაბიშვილმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ ეს არ ნიშნავს ვეტოს და საკანონმდებლო ორგანოში დოკუმენტი მოტივირებული შენიშვნების გარეშე გადაიგზავნა.
პარლამენტმა ცვლილებებს კენჭი 27 ივნისს უყარა და 75 ხმით მიიღო. ცვლილებები სააგენტოს ძირეულ რეფორმას მოიცავს, რაც ინიციატორების აზრით, ორგანიზაციას უფრო მოქნილსა და ეფექტიანს გახდის. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით კი, ცვლილებები შეიცავს სერიოზულ რისკებს.