ცვლილებები ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესში

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით, სავარაუდოდ, დღეს განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე დაასახელებს. იცვლება არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი. ხელისუფლების ოპონენტები კანონპროექტს მხარს არ უჭერენ და აცხადებენ, რომ პარლამენტის სპიკერის არჩევანი მიუკერძოებელი ვერ იქნება. ამ პოზიციას მმართველ გუნდში არ იზიარებენ.