ცვლილებები ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესში

ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ახალი წესი სადავოა. ცვლილებები პირველი მოსმენით საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, რომლის შინაარსი ოპოზიციამ გააპროტესტა. ცვლილებებს არ ეთანხმება პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. ისინი „ქართული ოცნების“ ინიციატივაში პრეზიდენტის შეზღუდვას ხედავენ.

მმართველი გუნდი ბრალდებების საპასუხოდ განმარტავს, რომ ახალი წესი პროცესის ჩიხიდან გამოყვანის მიზანს ემსახურება. საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურებს, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. თუმცა, შესარჩევ კომისიაში საკუთარი წარმომადგენელი პრეზიდენტსაც ეყოლება.