ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

პარლამენტში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მსჯელობა გრძელდება. საკითხი მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილება. ინიციატივა დედაქალაქში დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებასთან დაკავშირებით ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, თბილისში აღნიშნული ტრანსპორტის მოძრაობა განსაზღვრულ ადგილებსა და დროის მონაკვეთებში ჩაითვლება კანონდარღვევად.

ცვლილება შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომლის სრული მასა სამ ნახევარ ტონაზე მეტია, თუმცა, შეზღუდვა არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და სასკოლო ავტობუსებზე. მმართველი გუნდის განცხადებით, აღნიშნულმა რეგულაციამ თბილისში საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ უნდა განტვირთოს. განსხვავებულია ოპოზიციის ნაწილის პოზიცია.