84 ხმით, მეორე მოსმენით დამტკიცდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები. ინიციატივის თანახმად, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც ექვსი წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.
ცნობილია, რომ 17 მაისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. სწორედ ამის გამო, კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით განიხილება.