ცვლილება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი უკვე ძალაშია. პარლამენტის გადაწყვეტილებით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, უფლებრივი შეზღუდვის შესაძლებლობა აქვს. მათ შორის, პირთა მიმოსვლისა და ეკონომიკური საქმიანობის. კანონის მოქმედების ვადა დროებითია და ის ძალაში 15 ივლისამდე იქნება. ცვლილებებს საპარლამენტო ოპოზიცია აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კანონი არაკონსტიტუციურია, უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ახალი რეგულაციები ქვეყნის უზენაეს კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის.