კამათი მოყვა პარლამენტის სხდომაზე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას. კანონპროექტი ხმაურის დონის ინდექსის განსაზღვრასა და კონტროლს უკავშირდება. წარმოდგენილი კანონპროექტით განსაზღვრულია პირველ ჯერზე ფიზიკური პირებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა სანქციის დადგენა 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 1 500 ლარის ოდენობით. ყოველი შემდგომი სამართალდარღვევა განსაზღვრული იქნება ფიზიკური პირებისთვის 150 ლარის ნაცვლად, 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 5 000 ლარის ოდენობით. მესამე შემთხვევაში იქნება 1 000 ლარი ფიზიკური პირებისთვის, 10 000 იურიდიული პირებისთვის. წარმოდგენილი კანონპროექტით, იურიდიულ პირებს გაუთანაბრდებიან ინდივიდუალური მეწარმეები.