საქართველოში „კოვიდ-19“-ის გავრცელება უკვე უკონტროლოა. მსხვილ კოვიდ-კლინიკებში თავისუფალი ადგილები აღარ არის. დაინფიცირებულთა რაოდენობამ ერთ დღეში 3 500-ს მიაღწია, რაც ამ დრომდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საგანგაშოა ყოველდღიურად გარდაცვლილთა რიცხვიც. ბოლო 24 საათში კორონავირუსის მსხვერპლთა შორის არის 32 წლის ქალიც, რომელიც კლინიკაში დამძიმებული მდგომარეობით გადაიყვანეს. უმძიმესი ვითარებაა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ევროპასა და აშშ-ში ყოველდღიური რიცხვები თითქმის გაორმაგებულია. მსოფლიო მასშტაბით ბოლო ერთ დღეში ახალმა კორონავირუსმა 11 617 ადამიანი შეიწირა.