საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფ ერთ-ერთ პირს, რომელიც 12 აპრილის შემდეგ კორონავირუსზე მკურნალობდა და ორი უარყოფითი „პისიარ ტესტირების“ შემდეგ, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, „კოვიდ-19“ ისევ დაუფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევის ალბათობა ყოველთვის არსებობს და ამიტომ, პაციენტები მკურნალობის შემდეგ გადაჰყავთ კარანტინში, სადაც გარკვეული ვადის შემდეგ ტესტირება ისევ უტარდებათ.