სომხეთში ახალი კორონავირუსი 697 ადამიანს დაუდგინდა ბოლო დღე-ღამეში. სულ გამოვლენილია ინფიცირების 11 221 შემთხვევა. გარდაცვლილია – 170.
აზერბაიჯანში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა მაჩვენებელი 78-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში კოვიდ-19-ის ხუთი ახალი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა სრული რაოდენობა უკვე 6,260-ს შეადგენს. მათ შორის 3665 უკვე გამოჯანმრთელდა.
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 169 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 8 831 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 441 000 შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუპულია 5 381 ადამიანი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 34-ით გაიზარდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 431-ს, ხოლო ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 166 422-ს შეადგენს.