რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ე.წ. სანიტარულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან, ყველა იზოლირებულია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
საერთო ჯამში, ოკუპირებულ რეგიონში „კოვიდ-19“ 22 ადამიანს გამოუვლინდა. მათ შორის 14 რუსული სასწავლებლების კადეტია, შვიდი სამოქალაქო პირი და ერთი სამხედრო მოსამსახურე. კარანტინშია 267 პირი, თვითიზოლაციაშია 43 ადამიანი.