„დექსამეტაზონზე“, როგორც „კოვიდ-19“-ის გართულებული შემთხვევების ეფექტურ სამკურნალო პრეპარატზე მსოფლიოს საკუთარ აღმოჩენას უზიარებს დიდი ბრიატნეთი.
გაირკვა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ პრეპარატის გამოყენება და პაციენტებზე მისი გამოცდა ჯერ კიდევ მარტში დაიწყო. საერთო სტატისტიკა აჩვენებს, რომ „დექსამეტაზონმა“ მძიმე პაციენტებში ლეტალური შედეგები თითქმის მესამედით შეამცირა. სამკურნალო პრეპარატის და ვაქცინის მოლოდინში მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების ტენდენცია შეინიშნება. გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში კარანტინის გამოცხადებაც კი გახდა საჭირო.