COVID-19 - ვითარება მსოფლიოში

გაერთიანებული სამეფო იქნება ის პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომლის მოქალაქეებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებენ. დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია სამშაბათს დაიწყება. მედიკამენტების მარეგულირებელმა ქვეყნის მთავარმა ორგანომ, ამერიკულ-გერმანული კომპანიების „ფაიზერისა“ და „ბიოენტეკის“ მიერ შემუშავებულ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. უკვე დეკემბრის შუა რიცხვებიდან ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება აშშ-შიც, სადაც პირველ რიგში ასაცრელ ჯგუფებს ადგენენ. ვაქცინის დამტკიცებაზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია ევროკავშირს. თუმცა ევროპის ცალკეული ქვეყნები ვაქცინაციის დროულად დასაწყებად ინდივიდუალურად კონკრეტულ ზომებს უკვე იღებენ.

მოამბე