COVID-19 - ვითარება მსოფლიოში 

ტენდენცია უარესდება ევროპის ქვეყნებში – შეზღუდვების პრაქტიკულად მთლიანად გაუქმების შემდეგ, რამდენიმე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ განსაკუთრებით იმატა 19-დან 26 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის დაინფიცირების მაჩვენებელმა, რასაც ეპიდემიოლოგები რეკომენდაციების იგნორირებით ხსნიან.

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შეზღუდვები თავიდან ამოქმედდა. მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე მძიმე სურათი კვლავ აშშ-შია, სადაც კორონავირუსით დაავადებულთა ყოველდღიური მონაცემი 60 000-ს ასცდა. დაავადების გავრცელების ეპიცენტრშია ინდოეთი და ჰონგ-კონგიც, ციფრები ყოველდღიურად იზრდება პერუში.