კახეთში ლუგარის ლაბორატორიიდან 97 პაციენტის ტესტის პასუხები მიიღეს და ყველა უარყოფითია. თვითიზოლაციაში 31 მოქალაქე, საკარანტინო სივრცეებში კი 531 მოქალაქე იმყოფება. ე.წ. ცხელების ცენტრებში მოთავსებული საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება. ასევე, მიმდინარეობს გაფართოებული, ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, მაღალი რისკის ჯგუფების შემოწმება.