ბოლნისში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსი ცხრა პირს დაუდგინდა. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია. პაციენტები სოფელ მუშევანის მცხოვრებლები არიან. სოფელ მუშევანში და სოფელ გეტაში ამ დროისთვის რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. მიმდინარეობს ადგილობრივების ტესტირება. მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში 160 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
ბოლნისში არსებულ ეპიდვითარებაზე, მკაცრი საკარანტინო ზონიდან გიორგი კობერიძე გვერთვება.