ქობულეთის მერია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს მედიკამენტებს დაუფინანსებს, ქობულეთის მერის განცხადებით, ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები უკვე გათვალისწინებულია. საუბარია მედიკამენტებზე, რომლებსაც გამოჯანმრთელებულები რეაბილიტაციის პერიოდში საჭიროებენ. თითოეულ ბენეფიციარს დაუფინანსდება არაუმეტეს 500 ლარის ღირებულების მედიკამენტი. პროგრამის ბიუჯეტი 17 500 ლარია.