„ფაიზერის“ ვაქცინის დაგვიანების გამო საქართველო „კოვაქს პლატფორმიდან“ განმარტებებს ისევ ელის. მანამდე კი ორგანიზაცია ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ დოზების გამოგზავნის გრაფიკს აქვეყნებს. ამ გეგმის მიხედვით, მარტის ბოლოს გვეცოდინება, როდის მიიღებს საქართველო 15 000 ადამიანის სამყოფ „ფაიზერის“ ვაქცინას, რომელიც ჯერ კიდევ თებერვლის მეორე ნახევარში უნდა მოეწოდებინათ. „ასტრაზენეკას“ შემოტანა კი მარტის ბოლოდან დაიწყება და ეტაპობრივად გაგრძელდება. პარალელურად აქტიურდება ბაზარზე ახლად გამოჩენილი და ავტორიზაციის მოლოდინში მყოფი ვაქცინების შემოტანის საკითხი. არ არის გამორიცხული, რომ ქართულმა მხარემ ჩინური ვაქცინის მოსაპოვებლადაც იმუშაოს.