რადიკალურად შეცვლილი და გამოწვევებით სავსე 12 თვე.
ზუსტად ერთი წლის წინ ამ დღეს „კოვიდ-19“ პანდემიად გამოცხადდა. ვირუსის გავრცელების პირველი ტალღა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა იტალიისა და ესპანეთისთვის, სადაც ყოველდღე კორონავირუსით 1 000-მდე ადამიანი იღუპებოდა. ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობის და ეპიდ-აფეთქების გამო გადაიტვირთა ჰოსპიტალური სექტორი, არანაკლებ მძიმე სურათი იყო ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. გარდაცვლილთა და დაავადებულთა სტატისტიკით ამ დრომდე პირველ ადგილზეა აშშ, სადაც ტალღებს შორის შედარებით დასტაბილურებული პერიოდი პრაქტიკულად არ ყოფილა. პირველისგან გასხვავებით, გაცილებით მძიმე აღმოჩნდა მეორე ტალღა საქართველოსთვის. ფაქტია, რომ რომ უკვე ერთი წელია, მსოფლიო ახალ რეალობაში და შეზღუდვების პირობებში ცხოვრობს. პანდემიის დასრულების თარიღები ჯერ მხოლოდ ვარაუდების დონეზე სახელდება. თუ ვაქცინაცია გეგმის მიხედვით წარიმართება, მსოფლიო ქვეყნები ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს შესაძლოა 2022 წლიდან დაუბრუნდნენ.