ამ დროის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსის ერთი ახალი ფაქტი გამოვლინდა, შესაბამისად, ახლა 702 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. დიდია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, კლინიკიდან 24 განკურნებული გაწერეს. ამგვარად „კოვიდ-19“, ქვეყანაში უკვე 456-მა პაციენტმა დაამარცხა.
რაც შეეხება ცალკეულ კლინიკებს, 30 პაციენტი მკურნალობს თბილისის ინფექციურში. მათგან ერთი კრიტიკულია, თუმცა, აღენიშნება დადებითი დინამიკა. ამასთან, სტაციონარს დღეს კიდევ ორი გამოჯანმრთელებული დატოვებს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.