COVID 19 - მთავრობის ახალი რეგულაციები

საგანგაშო სტატისტიკის და ნახტომისებური მატების გამო თბილისში, ასევე იმერეთის რეგიონში შეზღუდვების ამოქმედება დაიწყო.

მცირდება რესტორნების, კაფე-ბარების და გასართობი დაწესებულებების სამუშაო დრო, კონტროლი დაიწყო მეტრო-სადგურებთან. სულ რაღაც ორი კვირის წინ დედაქალაქში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, დღეს კი ეს მაჩვენებელი ექვსჯერაა გაზრდილი. ვირუსის მართვის პროტოკოლი ამ ეტაპზე უცვლელი რჩება: ჩაკეტვების და კარანტინის გარეშე „კოვიდ-19“-ის უკონტროლო გავრცელების წერტილოვანი შეზღუდვებით, სწრაფი დიაგნოსტირებით და კონტაქტების დროული იზოლირებით შეჩერება. ბოლო დღეებში ქვეყანაში საშუალოდ 6 000 „პისიარ“-ტესტი ტარდება.