კორონავირუსის შესახებ პირველი ცნობის გავრცელებიდან ზუსტად ოთხი თვის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ პირველი მედიკამენტი დაამტკიცა. ანტივირუსულ პრეპარატს პაციენტების გამოსაჯანმრთელებლად იმაზე ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე ეს მკურნალობის სხვა მეთოდების შემთხვევაში.
პარალელურად, მსოფლიოს რამდენიმე ლაბორატორია ვაქცინაზე მუშაობას განაგრძობს. მსოფლიოში დღეს ვირუსით ინფიცირებული უკვე 3 მილიონ 366 ათასზე მეტია. პანდემიამ 240 ათასამდე იმსხვერპლა. მილიონზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.
სალომე თორაძის სიუჟეტში.