ისევ რთულია ვითარება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. თურქეთში ვირუსის 931 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 24 საათში. დაიღუპა 17 პაციენტი. საერთო რაოდენობა 220 ათასს აჭარბებს. აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ცხრა ადამიანი. 12 პაციენტი დაღუპა სომხეთში, სადაც ვირუსი ბოლო 24 საათში კიდევ 273 მოქალაქეს დაუდასტურდა. რუსეთში ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 5000-ს აჭარბებს.