იმედის მომცემი ინფორმაცია მთელი მსოფლიოსთვის. ბაზარზე შესაძლოა გამოჩნდეს კიდევ ერთი ვაქცინა, რომლის მხოლოდ ერთი დოზის გაკეთებაც საკმარისი იქნება. საუბარია „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ მიერ წარმოებულ ვაქცინაზე, რომელმაც კვლევების დროს საკმაოდ მაღალი ეფექტიანობა აჩვენა. ფარმაცევტულმა კომპანიამ ავტორიზაციის მისაღებად განაცხადი შესაძლოა უახლოეს კვირებში გააკეთოს. პარალელურად ევროპის სამედიცინო სააგენტომ ბრიტანულ-შვედური „ასტრა ზენეკას“ ვაქცინა დაამტკიცა, რომელიც ევროპის ტერიტორიაზე უკვე მესამე ოფიციალურად ავტორიზებული ვაქცინა გახდა. იმის გამო, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები არსებულ ვაქცინებს ვერ იყოფენ და განაწილებასა თუ მიწოდებაში სერიოზული შეფერხებებია, მსოფლიოს მასშტაბით შეზღუდვების შემსუბუქება ჯერ ვერ ხერხდება.