ცოფით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

წელს საქართველოში ცოფით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. რაჭაში მოქალაქის დაინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა როგორც ვეტერინარიის დეპარტამენტში განმარტავენ, გარდაცვლილს ლეკვთან შეხება 5 თვის წინ ჰქონდა, თავად ძაღლი კი 10 დღეში მოკვდა. რაც შეეხება ზოგადად ცოფის სტატისტიკას, მიმდინარე წელს ცოფის 14 შემთხვევაა გამოვლენილი, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით განახევრებულია. როგორც ვეტერინარიის დეპარტამენტში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით წელს 300 000 ძაღლისა და კატის აცრაა დაგეგმილი. რაც შეეხება რეკომენდაციას, ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ საკუთარი შინაური ცხოველები წელიწადში ერთხელ აცრან, დაკაწვრის ან დაკბენის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ მიმართონ სპეციალისტს.