წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონში მცხოვრებლებმა მალე შეიძლება საპროტესტო აქციები გამართონ. მიზეზი სოფელთან დამაკავშირებელი გზის მდგომარეობაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ არაერთი დაპირების მიუხედავად, ბოლოს გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარებული რეაბილიტაციის შემდეგ გზას არავინ უვლის. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სორმონთან დამაკავშირებელი გზის საფარის მოწყობაზე მილიონ ასი ათასი ლარია გათვალისწინებული, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშოები დღემდე არ დაწყებულა. დანგრეული გზის გამო კი სორმონამდე არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სოფლამდე მისვლა უჭირს სასწრაფო დახმარების და სახანძრო სამსახურის მანქანებს.
ადგილობრივების ყოფას და მუნიციპალიტეტის პოზიციას ირმა ჭოლაძე გაეცნო.