გასული წლის ნოემბერში „მოამბე რეგიონებმა“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერფერდის პრობლემებზე მოამზადა სიუჟეტი.
ადგილობრივები სხვა პრობლემებთან ერთად საავტომობილო გზის სრულ რეაბილიტაციას ითხოვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გაიცა გზის მოხრეშვის და ასევე 2023 წლის ბიუჯეტში პრობლემის აღმოსაფხვრელად თანხის გამოყოფის დაპირება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ დანაპირები მხოლოდ მოხრეშვის ნაწილში შეასრულა. მოსახლეობამ ძველი მოთხოვნით საპროტესტო აქცია უკვე გამართა.
როგორ აპირებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ეწერფერდის მცხოვრებლების პრობლემის მოგვარებას – ნახეთ ნატალია ბერულავასა და მურადი ფარცვანიას რეპორტაჟი.