როგორია ცხოვრება საოკუპაციო ზოლში და რა პრობლემები აქვთ ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას. „მოამბე“ ამჯერად საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში ჩავიდა, რომლის სასოფლო სამეურნეო მიწების ნაწილიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა მოქცეული. აქ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, რის გამოც სოფლის მოსახლეობის ძირითად ნაწილს მოხუცები წარმოადგენენ. პერევიდან ახალგაზრდების წასვლის ერთ-ერთი მიზეზი შიშიცაა, ოკუპანტების მიერ მოქალაქეთა დაკავების გახშირებული ფაქტების გამო.
რას ითხოვენ ადგილობრივები და რა გეგმა აქვს ხელისუფლებას, ირმა ჭოლაძის რეპორტაჟი პერევიდან.