ორად გაყოფილი ეზოები, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი სალოცავები და სასაფლაოები, მეზობლები და ნათესავები, რომელთაც ერთმანეთს მავთულხლართები აშორებთ.
როგორია, როდესაც შენს კუთვნილ ტერიტორიაზე ყოველი ნაბიჯის გადადგმა საფრთხის შემცველია და შესაძლოა, დაკავების მიზეზი გახდეს.
ცხოვრება საოკუპაციო ზოლში. „მოამბე“ იმ ოჯახებს ესტუმრა, რომლებიც აგვისტოს ომის შედეგებს დღემდე გრძნობენ.