ზუსტად 73 წლის წინ, 1944 წლის 15 ნოემბერს ღამით, მესხეთში მცხოვრები ათასობით ოჯახი საბჭოთა ხელისუფლებამ სატვირთო ვაგონებში ძალით შეყარა და შუა აზიის გზას გაუყენა. მათ ჩვენ დღეს მაჰმადიანი მესხების სახელით ვიცნობთ.
ამ დრომდე სამშობლოში დაბრუნება დეპორტირებულთა მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო. რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად, საქართველოს სახელმწიფოს სულ 6000-მდე პირმა მიმართა. თუმცა, სტატუსი მხოლოდ 2000-მდე ადამიანს მიენიჭა.