ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება

40-დღიანი იზოლაციის შემდეგ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის გამოსასვლელთან არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნეს.

ოკუპირებული ახალგორის დატოვება უკვე შეძლო იძულებით იზოლაციაში მყოფმა ხუთმა ადამიანმა.

არსებული ინფორმაციით, ე.წ. გამშვები პუნქტი სამი დღის განმავლობაში იქნება გახსნილი ცალმხრივად და ოკუპირებულ ახალგორში მყოფ 200-მდე ადამიანს აღნიშნული ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცემა.